22, ოქტომბერი 2019 20:50:00
ქედა, ერთ-ერთი პირველი მუნიციპალიტეტია რეგიონში, სადაც მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ გრანტი დამოუკიდებლად მოიპოვა. ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით, საბჭომ, მოსახლეობასთან ახლო კომუნიკაციისა და ჩართულობის მიზნით შეხვედრების გამართვა უკვე დაიწყო. პრექტის ფარგლებში, პირველი შეხვედა მახუნცეთის თემში მოეწყო.რა საჭირობებზე ისაუბრეს მოქალკაქეებმა ? ეკატერინე ბარამიძის რეპორტაჟიდან გაიგებთ
მუნიციპალიტეტის მერთან და მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ერთად, მოსახლეობის პრობლემები თვითმართველობის ექსპერტებმაც მოისმინეს. მოსახლეობამ მთავარ პრობლემად ინტერნეტთან ხელმიუწვდომლობა, სოფელ ქვედა ბზუბზუში შიდა სასოფლო გზაზე გარე განათების არ არსებობა და სახელმწიფო საკუთარებაში არსებულ შენობაში უწყლობა დაასახელა.
მოსახლეობის მიერ, შეხვედრაზე დასახელებულ საკითხებთან დაკავშირებით ქედის მერი განმარტავს, რომ პრობლემებს პერიოდულად მოაგვრებენ და დასძენს, რომ მრჩეველთა საბჭო ქმედითი ხდება.
თვითმართველობის ექსპერტი საბჭოს მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო აქტივობა ქვეყნის განვითარებისთვი ძალიან მნიშვნელოვანია.
სინქრონი: ასლან ჭანიძე, თვითმართველობის ექსპერტი
ქედის მერიის მრჩეველთა საბჭოდან პროექტი დასაფინანსებლად, დავით ანანიძემ წარადგინა, შესაბამისად გრანტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვას, პრობლემების გამოკვეთასა და გადაჭრას ფონდი ღია საზოგადოება საქართველომ დააფინანსა.