20, დეკემბერი 2019 18:07:00
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის, „112“-ის მომსახურების საფასური იზრდება. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, საფასური 20-დან 50 თეთრამდე გაიზრდება და ის როგორც პიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის ერთნაირი იქნება. კანონპროექტის მიხედვით, საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან „სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათასს არ აღემატება.