25, დეკემბერი 2017 14:05:00
საქველმოქმედო ფონდ „იალქანსა“ და კლინიკა „ნიუ პლაზმას“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. შეთანხმება გულისხმობს ფონდისთვის ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას უწყვეტად ერთი წლის განმავლობაში. სანაცვლოდ „იალქანი“ უზრუნველყოფს შემწოების სათხოვნელად ქუჩაში გასული, ასევე ძალადობის მსხვერპლი მოზარდების დახმარებას, ძირითადად კი განათლების მიცემას. როგორც „იალქანი“, ისე კლინიკა “ნიუ პლაზმას“ მენეჯმენტი მოუწოდებს ბიზნესმენებს, ჩაერთონ სოციალურ აქტივობებში.