14, აპრილი 2018 20:37:00
სისხლით მოსვრილი და სიგარეტის ნამწვავებით მოფენილი იატაკი. პარკები, თასები, ჩანთები და კუსტარულად გაყვანილი ელექტრო სადენები მაცივრებში, ხორცი, რომელიც ტემპერატურული რეჟიმის დარღვევით იყიდება და კიდევ ბევრი დარღვეული ნორმა. საუბარია ბათუმის ცენტრალურ აგრარულ ბაზარზე. ჰიგიენური ნორმები ბაზარში რომ დარღვეულია ეს ვიცით ჩვენც, მომხმარებლებმაც, მიუხედავად ამისა დაბალი ფასის, თუ სხვა მიზეზების გამო განვაგრძობთ ისეთი პროდუქტის შეძენას, რომლის შენახვის პირობები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ერთად ვნახოთ რა პირობებში იყიდება საკვები, რომელსაც ბათუმის ცენტრალურ აგრარულ ბაზარში ვიძენთ, როგორ რეაგირებს ბაზრის ადმინისტრაცია არსებულ მდგომარეობაზე, რამდენად სთხოვს პასუხს მოვაჭრეებს, დაიცვან კანონი და გაყიდონ უვნებელი პროდუქტი, ასევე რა ხსნარები გამოიყენება დეზინფექციისას და რას აკეთებს ამ დროს სურსათის უვნებლობის სამსახური? საკმარისია თუ არა ბერკეტი, რომელიც მაკონტროლებელ უწყებას გააჩნია? ვნახოთ თამარ კიკნაძისა და მალხაზ ხუნდაძის რეპორტაჟი