19, სექტემბერი 2018 20:09:00
საქართველოს მოქალაქე გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ - საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა. მოსარჩელე მხარეს სადაოდ აქვს გამხდარი ნორმა, რომელიც ადგენს ჩხრეკის ჩატარების მიზანსა და საფუძველს, ასევე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტებისა და მასალების განსაიდუმლოების წესს. მხარე მიიჩნევს, რომ პირის ჩხრეკა შესაძლებელია ჩატარდეს მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. ოპერატიული ინფორმაციის მიმწოდებელი პირის ვინაობა კი სრულიად გასაიდუმლოებულია, მათ შორის, მოსამართლისთვის და დაცვის მხარისთვისაც. მოსარჩელეების განმარტებით, მსგავსი რეგულირება ქმნის პირადი ცხოვრების უფლებაში დაუსაბუთებლად ჩარევის რისკებს და დაცვის უფლებას. საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.