"არა რუსულ კანონს" – ბათუმში, დღეს აქცია გაიმართება

აქციის ანონსი

"არა რუსულ კანონს" – ამ სახელწოდებით ბათუმში, აქცია დღესაც გაიმართება. ორგანიზატორები ბსუ-ს სტუდენტები არიან. ახალგაზრდები 19:00 საათზე, ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან.

„გუშინ, ახალგაზრდები სცემეს, ჩვენ გვცემეს და ჩვენ გვეტკინა.

გუშინ, ჟურნალისტები სცემეს, ჩვენ გვცემეს და ჩვენ გვეტკინა.

გუშინ, დედებს შვილები გაულახეს, ჩვენ გაგვილახეს და ჩვენ გვეტკინა.

გუშინ, ევროპულ მომავალს გვართმევდნენ, ჩვენ გვართმევდნენ და ჩვენ გვტკიოდა.

არ შეგეშინდეს, ერთად ყველაზე ძლიერები ვართ, დაგვიდექით ახალგაზრდებს გვერდით, დღეს, ევროპის მოედანზე, ჩვენი მომავალი წყდება”, – წერენ ორგანიზატორები აქციის ანონსის აღწერაში.

შეგახსენებთ, ე.წ. რუსული კანონის განხილვა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს, 12:00 საათზე გაგრძელდა. გუშინდელი სხდომა პირველი მოსმენით კანონპროექტის კენჭისყრის გარეშე დასრულდა.

გუშინ ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა საქართველოს პარლამენტის სასახლის მიმდებარედ. მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა სპეცრაზმელები. სპეცრაზმის მონაწილეებმა სცემეს ჟურნალისტებსაც.

მეტის ნახვა