მარტოხელა ქალი "ოცნების ქალაქიდან" დახმარებას ითხოვს

უნდა გიამბოთ მარტოხელა ქალზე, რომელიც შვილის მკურნალობისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად იბრძვის. შორენა იაკობაძემ ერთი, მცირეწლოვანი შვილი წლების წინ დაკარგა, მეორეს კი ჯანმრთელობის პრობლემები აღენიშნება. 12 წლის გოგოს ძვირად ღირებული კვლევები და ხანგრძლივი მკურნალობა საზღვარგარეთ ესაჭიროება. ქალი დახმარებას ითხოვს. უკიდურესად გაჭირვებულს ყველანაირი რესურსი ამოეწურა, ახლა კი მოქალაქეებისა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობის იმედადაა.

ასე ემოციურად შორენა იაკობაძე ერთადერთი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს. მარტოხელა ქალი ყვება, რომ 12 წლის ქეთის უკვე 7 წელია სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობს, თუმცა ზუსტი დიაგნოზი  ამ დრომდე ვერ დაუდგინეს. ვარაუდობენ, რომ მოზარდს ნეფრიტული სინდრომი აქვს

მარტოხელა ქალს შვილისთვის მკურნალობის გაგრძელება საზღვარგარეთ სურს, რადგანაც ამტკიცებს, რომ რამდენიმე წლის წინ მცირეწლოვანი, ექიმების დაუდევრობის მიზეზით დაეღუპა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისადმი უნდობლობის გამო ქალს სურს შვილის უცხოეთში წაყვანა უნდა, თუმცა ფინანსური რესურსი არ გააჩნია.

სიდუხჭირეში მყოფი ქალი ვერც მუშაობას ახერხებს. ამბობს, რომ მოზარდს მუდმივი ყურადღება სჭირდება. მარტოხელა დედა-შვილის ერთადერთი შემოსავალი, სოციალური დახმარება აქვს. თანხა ყოველდღიურ ხარჯებსაც ვერ წვდება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებისთვის მიმართა, თუმცა  მკურნალობის სრული ხარჯების დაფინანსებას ვერ დაჰპირდნენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში მოქალაქის პრობლემას კარგად იცნობენ.უწყებაში ამბობენ, რომ შორენა იაკობაძეს სარეზერვო ფონდიდან შესაბამისი დახმარება არაერთხელ გაეწია. პრესსამსახურის წერილობით ინფორმაციაში ასევე წერია, რომ დამატებითი საჭიროების შემთხვევაში, მან  შესაბამისი ანგარიშფაქტურა დოკუმენტაციის სახით უნდა წარადგინოს და დახმარებისთვის განაცხადს განიხილავენ.

მეტის ნახვა