როგორ უნდა მოიქცეთ და რისი უფლება გაქვთ აქციებზე

დაკავებების სერია, რომელსაც თითქმის ყოველდღიურად ვხედავთ. სამართალდამცველები მომიტინგეების წინააღმდეგ იყენებენ სპეციალურ საშუალებებს: წიწაკის სპრეის, მხუთავ აირს, წყლის ჭავლს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია პროტესტის მონაწილეებმაიცოდნენ როგორ უნდა მოიქცნენ ან რისი უფლება აქვთ საპოლიციო ძალებთან მიმართებაში.

საპროტესტო აქციებზე ხშირია ინცინდენტები, როდესაც პოლიციელები მომიტინგეებს მოილურ ტელეფონებს ართმევენ. ითხოვენ ფოტო ვიდეო მასალის წაშლას.  „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“  აჭარის ფილიალის თავჯმდომარე ამბობს, რომ მათი შენახვა მნიშვნელოვანია, რადგამ ხშირად, სწორედ დემონსტრანტების, მიერ გადაღებული კადრები ხდება მათი უფლებების დარღვევის მნიშვნელოვანი მტკიცებულება ან დაცვის მექანიზმი, იმის საჩვენებლად, რომ რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია

აქციაზე მყოფ ნებისმიერ პირს საჯარო სივრცის გადაღების უფლება აქვს. შესაბამისად,  პოლიციელი ვერ მოგთხოვთ ფოტო ვიდეო მასალა წაშალოთ. უფრო მეტიც, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია  პირდაპირ, ანუ ე.წ. ლაივ რეჟიმში გადასცეს ინფორმაცია – ეს კანონით გარანტირებული უფლებაა. კიდევ ერთი  იურისტი განმარტავს, რომ სამართალდამცველების მხრიდან მობილური ტელეფონის ჩამორთმევის მოთხოვნა სათანადოდ დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული დოკუმენტებით, კერძოდ კი სასამართლოს განჩინებით.

პროტესტის ჩასახშობად, ხშირად საპოლიციო ძალა, ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლსა და წიწაკის სპრეის იყენებს. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნას უსაფრთხოების წესები. სასურველია მოქალაქე აღჭურვილი იყოს, შესაბამისი ეკიპირებით, როგორიცაა სათვალე, პირბადე და ფიზიოლოგიური ხსნარი. ან:

სხვა რეკომენდაციებთან  ერთად, მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინოთ, რომ აქციაზე აკრძალულია შემდეგი ნივთების ქონა:  ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი.  ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად. მათ შორის ალკოჰოლური სასმელი.

მეტის ნახვა