ახალი ამბები • 1756410394
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვისა და ქვეყანაში შემოტანის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
სამართალი
1745501541

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 2000 წელს დაბადებული რ.ო. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"პოლიციამ სასაზღვრო გამშვები პუნქტი "სარფის" ტერიტორიაზე, ბრალდებულის პირადი შემოწმების შედეგად, ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინის“ შემცველი 1 581 კაფსულა აღმოაჩინა. რ.ო. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა