ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა...

ტვ25

ტვ25

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთის პრემიერს ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და ამ მიმართულებით, სომხეთის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის როლი.

შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ X-ზე დაწერა, რომ თბილისის აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმის წინ, ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განიხილეს.

„დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობას", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მეტის ნახვა