სასამართლომ თეონა ბაკურიძის აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო

თეონა ბაკურიძე

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ბრძანებები – თეონა ბაკურიძის ეთერიდან მოხსნისა და გათავისუფლების შესახებ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ახლა უკვე "ფორმულას" ტელეწამყვანი წერს. 

თეონა ბაკურიძის შეფასებით, სისტემამ მაშინაც იცოდა, რომ მისი გათავისუფლება უკანონო იყო, მაგრამ ტელეკომპანიას სჭირდებოდა “დრო, რომელიც მოიგეს” – 4 წელი.

"სისტემამ, რასაც ვუპირისპირდებოდით, მაშინაც იცოდა, რომ უკანონო იყო ჩემი გათავისუფლება, მაგრამ მათ სჭირდებოდათ დრო, რომელიც მოიგეს - 4 წელი. ჩვენ მაშინაც ვიცოდით, რომ ოცნების ხელისუფლების მთავარი მიზანი იყო აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება. შეგიძლიათ ერთ გამოშვებას შეხედოთ და ამაში თქვენც დარწმუნდებით", - წერს ბაკურიძე სოციალურ ქსელში. 

ამასთან, სასამართლომ არ დააკმაყოფილა დისკრიმინაციის ნაწილი, რაზეც თეონა ბაკურიძე დავას აგრძელებს. მაუწყებელს დაეკისრა კომპენსაცია (6 თვის ხელფასის სახით), სავარაუდოდ, ვერ აღდგენისთვის.

მეტის ნახვა