ლადო აფხაზავას ექსპერტიზა ჩაუტარდა, შსს-ს თავდამსხმელები არ დაუკავებია

აფხაზავა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ, ექსპერტიზა ჩაუტარდა. ის ბათუმის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში იმყოფებოდა. მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს. თუმცა, პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.

ერთ-ერთი თავდამსხმელი, კობა ფიფაიშვილი, ამ დროისთვის ლანჩხუთის პოლიციაში, დაკითხვაზე იმყოფება. მაგრამ როგორც აფხაზავა ამბობს, თავდამსხმელებმა და მათმა ოჯახის წევრებმა ძალადობის გაგრძელება დღესაც სცადეს. ისინი აფხაზავას სახლში მაშინ მივიდნენ, როცა ჟურნალისტებს ესაუბრებოდა.

"ამ დილით წამოვედით ექსპერტიზაზე. ვიყავით სამხარაულის ექსპერტიზაზე. შეამოწმეს რაღაც ხელზე, ყელზე და ყურის არეში დაზიანებები. სახლში შემომივარდა ერთ-ერთი მოძალადე და გაოცებული ვარ. იმის მაგივრად, რომ პოლიციაში იყოს და რაღაცნაირად ან გაფრთხილებული, სახლში მომივიდა. ეს ყველაფერი სწორედ ამიტომ იყო, რომ დავეშინებინეთ, დაშინება მომხდარიყო, ან სხვამ რომ აღარ გაბედოს ასეთი რაღაცები. მე ვფიქრობ, რომ ვინც ვაპროტესტებთ ამ რუსულ კანონს, არავის არაფრის არ გვეშინია," - ამბობს აფხაზავა.
შეგახსენებთ, რომ პედაგოგს თავს გუშინ, 5 მაისს დაესხნენ. რუსული კანონის გაპროტესტების გამო, მისი დაშინება, სავარაუდოდ, ხელისუფლებამ ლანჩხუთის სასწრაფო დახმარების მძღოლს, კობა ფიფაიშვილს, დაავალა.

"ჩემს სადარბაზოსთან გააჩერეს მანქანა, საბარგულიდან ხის ჯოხები ამოიღეს. 3 ადამიანი მოგვსდევდა... ჩემს ბიჭსაც დაარტყა ხელი" | ლადო აფხაზავა თავდასხმის დეტალებზე"თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე" | "მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" აფხაზავაზეშე, ნაციონალოო და გინებები დაიწყეს, ხის ჯოხები ეკავათ... | იდენტიფიცირებულია ერთ-ერთი პირი, ვინც ლადო აფხაზავას თავს დაესხა

მეტის ნახვა