ახალი ამბები • 1751633470
ტრაგედია ქობულეთში - მიწის მასის ჩამოწოლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ახალი ამბები
1715965926
უბედური შემთხვევა ქობულეთში. სოფელ კვირიკეში ფერდობის ჩამოშლის შედეგად კაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, იგი სანიაღვრე არხის პროექტზე იყო დასაქმებული და მილების გაყვანის სამუშაოებს აწარმოებდა. სწორედ იმ დროს ჩამოიშალა მიწის მასა და ქვეშ მოიყოლა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას იგი გარდაცვლილი დახვდა. ადგილზე მობილიზებული იყო პასუხისმგებელი უწყებების თანამშრომელები. შსს-ში გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გივი თარგამაძე დააკავეს
1751012220

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა