ახალი ამბები • 1769693544
ირაკლი ოქრუაშვილს 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
პოლიტიკა
1751631480
ერთპარტიული პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის გამო, ირაკლი ოქრუაშვილს 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. მას 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებაც ჩამოერთვა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
პოლიტიკოსს კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული გირაოს არ გადახდის გამო პატიმრობა 14 მაისს შეეფარდა.
ამავე საქმეზე პატიმრობაში არიან ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, გივი თარგამაძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია და ნიკა მელია.
მეტის ნახვა






















