ახალი ამბები • 1751358640
კოალიცია “ცვლილებისთვის" ლიდერს, ნიკა გვარამიას 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
პოლიტიკა
1751353320

კოალიცია “ცვლილებისთვის" ლიდერს, ნიკა გვარამიას 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა
მანამდე, ნიკა გვარამიას საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც არ გადაიხადა და გირაო პატიმრობით შეეცვალა.
ამავე საქმეზე 7-7 თვე უკვე მიუსაჯეს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს და ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს. 8-8 თვე კი, ძლიერი საქართველოს ლიდერებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. პატიმრობაში ასევე იმყოფება პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი.
მეტის ნახვა