ახალი ამბები • 1744379479
ნარკორეალიზაციის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით, დადგინდა, რომ 1995 წელს დაბადებული ბრალდებული ო.გ. ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სოციალური აპლიკაციის - "ტელეგრამის" გამოყენებით ცდილობდა.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით, დადგინდა, რომ ბრალდებული ო.გ. ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სოციალური აპლიკაციის - „ტელეგრამის“ გამოყენებით ცდილობდა.
პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან, 5 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კლეფედრონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს," - წერია განცხადებაში.

1744186136