ახალი ამბები • 1752267330
ჯაბა ფუტკარაძე და ზაზა შავაძე გაათავისუფლეს | მათ ედნარ ნატარიძე და დენის სალუქვაძე ჩაანაცვლებენ
პოლიტიკა
1751279880

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის, ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრებმა, ჯაბა ფუტკარაძემ და ზაზა შავაძემ თანამდებობები დატოვეს. მათ ედნარ ნატარიძე და დენის სალუქვაძე ჩაანაცვლებენ.
ედნარ ნატარიძე ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. დენის სალუქვაძე კი 2023 წლიდან პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატს ხელმძღვანელობდა.
თანამდებობებზე ახალი კადრები სულხან თამაზაშვილმა დღეს წარადგინა. მისი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნის შემდგომ რეგიონში მასიური საკადრო ცვლილებები დაიწყო. თანამდებობები დატოვეს ბათუმის და ქობულეთის მერებმა, არჩილ ჩიქოვანმა და ლევან ზოიძემ.

ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა
1752065820

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა