მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს

ხაზარაძე ჯაფარიძე

"ძლიერი საქართველოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს - ისინი პარტიის ოფისში მისულმა პოლიციელებმა აიყვანეს. 

მოსამართლე ზვიად შარაძის განაჩენით, "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს 8-თვიანი თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. ამასთან, 2 წლის ვადით აეკრძალათ რაიმე სახის თანამდებობის დაკავება.

ცნობისთვის, ხაზარაძე და ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის ცნო.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. 

მეტის ნახვა