"თორნიკე რიჟვაძეს მოსთხოვეს 300 მილიონი, რაზეც უარი განაცხადა - რამდენიმე დღეში ის და მისი კლანიც დახსნეს თანამდებობებიდან" | ლევან ხაბეიშვილი

თორნიკე რიჟვაძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა "ამოღების ბიურო" შექმნა და კორიფციით მოპარული თანხების ამოღება დაიწყო. ხაბეიშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა. 

"ბიძინამ შექმნა "ამოღების ბიურო" და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის კრიმინალებს. შერჩევისას აუცილებელი მოთხოვნა - იყო მოქოცო, "მოქუჩურო" ტიპი, რომელსაც არ "გაუტყდება" სუსთან თანამშრომლობა. შესაბამისად, შეირჩა კონკრეტული ბანდფორმირებები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბიძინასთვის ფულის ამოღებაში.

ხალხის ხარჯზე, ბიძინას პირობებში კორუფციით მოპარული თანხების ამოღებაზეა საუბარი, ივანიშვილის სასარგებლოდ.
რომეო მიქაუტაძეს მოსთხოვეს 250 მილიონი - უარის შემდეგ საჩვენებლად დააკავეს.
თორნიკე რიჟვაძეს მოსთხოვეს 300 მილიონი, რაზეც უარი განაცხადა - რამდენიმე დღეში ის და მისი კლანიც დახსნეს თანამდებობებიდან.

ამის შემდეგ, რიჟვაძემ ამ ფულის "გრაფიკით" გადახდა გადაწყვიტა, შესაბამისად ჯერჯერობით თავისუფალია.
გრიგოლ ლილუაშვილს მოსთხოვეს 100 მილიონი, რადგან ყოველთვიურად ისედაც მიჰქონდა წილი - ნაძარცვიდან. შესაბამისად, დიდი ნაწილი მიტანილი აქვს და ახლა სთხოვენ "ჯარიმას", რადგან ბიძინას ზურგს უკან მაინც იპარავდა.

შესაბამისად, 100 მილიონით "დაჯარიმდა" ამოღების ბიუროს მიერ. არ მიტანის შემთხვევაში - ემუქრება რომეოს ამბავი.

ასევე, ივანიშვილმა "ფულიანებს" დააწია ახალი კანონი და ახლა უკვე ყველას ფული გახდა მისი ფული. ვერ გაიგეთ რას ვამბობ?! აი რომ გაგაკულაკებენ, თქვენი რომ გგონიათ, კანონის სახელით რომ გაგძარცვავთ ბიძინა - შემდეგ გაგახსენდებით "- წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში

მეტის ნახვა