"ოცნების" კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 7 თვით პატიმრობა მიესაჯა

გირჩი

"ოცნების" კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 7 თვით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა.   "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, 2 წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავებაც.

ჯაფარიძე განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, ჯაფარიძეს ბრალი 16 აპრილს წარუდგინეს. ამავე დღეს, სასამართლომ პოლიტიკოსს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რის გადახდაზეც მან უარი თქვა. 22 მაისს ჯაფარიძეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს.

მეტის ნახვა