ახალი ამბები • 1756410394
მერიას და მოსახლეობას შორის დაპირისპირების მიზეზად ქცეული საფეხმავლო ბილიკი - რას ითხოვენ ქეთევან წამებულის ქუჩაზე მცხოვრებლები
საზოგადოება
1715881686
მერიას და მოსახლეობას შორის დაპირისპირების მიზეზად ქცეული საფეხმავლო ბილიკი. გიყვებით ქეთევან წამებულის ქუჩაზე მცხოვრებლების პრობლემას, რაც იმაში გამოიხატება, რომ ადგილობრივებს ტაბიძის ქუჩაზე გასასვლელად არსებულ მონაკვეთს უკეტავენ. საქმე ისაა, რომ ტერიტორია მერიისგან კერძო პირმა შეისყიდა და ახლა მას იქ სხვა გეგმები აქვს. არადა წამებულის ქუჩაზე მცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ თვითმმართველობის წარმომადგენლები მათ საპირისპიროში აწმუნებდა. დღეს ადგილზე ხმაური იყო. პრობლემის გადაუჭრელობით გაღიზიანებულ მოქალაქეებს მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორის მოადგილე უხეში და დამამცირებელი ფრაზებით მიმართავდა.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა