დღეს აგენტების საწინააღმდეგო აქციები არ გაიმართება

გეგმა

დღეს, 17 მაისს, აგენტების შესახებ კანონის  მოწინააღმდეგეების აქცია არ გაიმართება არც თბილისსა და არც ბათუმში.

მომიტინგეების თქმით, კანონის გასაპროტესტებლად დღეს არ შეიკრიბებიან, რადგან არ სურთ არეულობის გამოწვევა.

18:30 საათიდან ბათუმში დაგეგმილია საჯარო ლექციები და დისკუსიები ახალგაზრდებისთვის  ახალი ბულვარის ამფითეატრთან.

"მომხსენებელი იქნებიან და დისკუსიებს გაუძღვებიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები.

ევროპული ცივილიზაციის ქართული საზომები - ლაშა ბაჟუნაიშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

ევროპული განათლება, ტრადიციები და თანამედროვეობა - ინგა შამილიშვილი,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

ოჯახი, როგორც კულტურა, ქართულ ლიტერატურულ კონტექსტში - ნანა ტრაპაიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლიტერატურის კრიტიკოსი
 

რუსული ოკუპაცია საქართველოში - კახა სურგულაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი"- წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

მეტის ნახვა