უკრაინაში ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

ჯარისკაცი

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქართველი მებრძოლები ავრცელებენ.

გავრცელებული ცნობებით, დაღუპული სოსო გუგუტაშვილია.

როგორც სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ვრცელდება ინფორმაცია, ის ავდეევკაში დაიღუპა. სოსო გუგუტაშვილი ქვედანაყოფში "შავი არწივი" იბრძოდა.

ქართველი მებრძოლის დაღუპვის ფაქტს ადასტურებენ საქართელოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.

არაოფიციალური ცნობებით, რუსეთში უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მეტის ნახვა