გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი დაიღუპა, არასრულწლოვანი კი დაშავდა

ავარია

გორში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად 35 წლამდე ასაკის ქალი, რომელიც საჭესთან იჯდა, დაიღუპა. ავტომობილში მყოფი 13 წლის მოზარდი კი დაშავდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

მეტის ნახვა