ახალი ამბები • 1715965926
ლადო აფხაზავას თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
სამართალი
1714980137
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ, ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
შეგახსენებთ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ, ლადო აფხაზავას თავს დაესხნენ. მისი განცხადებით, შემთხვევა ლანჩხუთში, მის საცხოვრებელთან მოხდა. ამასთან, აღნიშნა, რომ თავდამსხმელებს ჰქონდათ ჯოხები. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა "მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ" "ფეისბუქზე" და განაცხადა, რომ განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე.
„ველით, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად განხორციელდება”, - ნათქვამია „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ განცხადებაში.
ლარი სულ უფრო და უფრო უფასურდება - როგორ...
1715881308
მეტის ნახვა