წყალდიდობა ბრაზილიაში

წყალდიდობა

ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 78 ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს. განხორციელდა 115 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

გამოცემის ცნობით,  ქვეყნის სამხრეთით მდებარე რიო გრანდე დუ სოლის რეგიონში მოსახლეობა საკვებისა და წყლის გარეშეა დარჩენილი.

წყალდიდობის გამო რეგიონებში საავტომობილო გზები და ხიდები განადგურდა. ამ დრომდე 100-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

მეტის ნახვა