ახალი ამბები • 1714047147
მიკრო ავტობუსებით მგზავრობა, შესაძლოა, 20 თეთრით გაძვირდეს
საზოგადოება
1638885183
ბათუმში, მიკრო ავტობუსებით მგზავრობა, შესაძლოა, 20 თეთრით გაძვირდეს. მძღოლები მგზავრობის საფასურის გაზრდას ითხოვენ. თვითდასაქმებულების თქმით, საწვავზე ფასის მნიშვნელოვნად გაზრდის შემდეგ, ფუჭად მუშაობენ და მგზავრობის ამჟამინდელი საფასური გაწეულ ხარჯებს ვეღარ ანაზღაურებს.
შპს "ჯორჯიანტრანსში", რომელიც ერთ-ერთი გადამზიდი კომპანიაა, აცხადებენ, რომ ახალი ტარიფის განსაზღვრისთვის, აუდიტი დაიქირავეს.
დასკვნაში წერია, რომ საწვავის ფასების, კოვიდრეგულაციებისა და მგზავრთა ნაკადის გათვალისწინებით, საფასური 50-ის ნაცვლად, მინიმუმ 70 თეთრით უნდა განისაზღვროს. დასკვნა, უკვე, ბათუმის საკრებულოშია გადაგზავნილი, თუმცა, როდის განიხილავს ახალი საკრებულო საკითხს უცნობია.
ქობულეთში, სახლის დამხმარე ნაგებობა დაიწვა
1713428324
მეტის ნახვა