ბილაინის ვირტუალური სიმ ბარათის შეძენა სრულად ონლაინაა შესაძლებელი

ბილაინი

ალბათ, ბევრი დაგვეთანხმებით, რომ ხშირად გვიწევს ორი მობილური ტელეფონით სარგებლობა, ვინაიდან, ზოგიერთ სმარტფონს არ გააჩნია ორი სიმბარათით სარგებლობის შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ შეიქმნა eSIM-ის ვირტუალური სიმბარათი, რომლის აქტივაცია  ფიზიკურ სიმ ბარათთან ერთადაც შესაძლებელია.

ბილაინმა აბონენტებს eSIM-ის თანამედროვე გადაწყვეტა  შესთავაზა.  
მომხმარებლებს ახალი ნომრის შერჩევა, არსებულის შეცვლა, დისტანციური ვერიფიკაციის მეშვეობით სრულად ონლაინ რეჟიმში, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ.

eSIM-ს აქვს არაერთი უპირატესობა ფიზიკურ ბარათთან შედარებით - მაგალითად, ის არ იკარგება და თავიდან გაცილებით მობილურში ფიზიკური სიმ ბარათის მოთავსების უხერხულ პროცედურას.

ბილაინის eSIM-ის შეძენის პროცესი  მარტივი ეტაპებისგან შედგება და საჭიროებს ტელეფონის ნომრის არჩევასა და სმარტფონის მოდელის მითითებას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვას და ფოტოს გადაღებას ვებგვერდის მეშვეობითვე. პროცესის დასასრულს, მომხმარებელი იღებს QR კოდს და მისი დასკანირებით ხდება eSIM-ის აქტივაცია. იმ შემთხვევაში თუ წაგეშალათ eSIM-ი, ბილაინი შესაძლებლობას გაძლევთ უფასოდ აღადგენთ იმავე QRკოდით.

კიდევ უფრო მეტი სიმარტივისთვის, ბილაინის ვებ-გვერდზე წარმოდგენილია აქტივაციის პროცესის აღმწერი ვიდეოები და დეტალური ინფორმაცია, როგორც iOS ასევე Android ოპერაციული სისტემების სმარტფონებისთვის.

eSIM-ის ღირებულება 5₾ შეადგენს. ბილაინის აბონენტებს ფიზიკური სიმ ბარათის eSIM-ით შეცვლის შესაძლებლობაც აქვთ, ასევე სახლიდან გაუსვლელად და მისი ღირებულება 5₾ შეადგენს. როგორც eSIM-ის ყიდვის, ასევე ფიზიკური სიმ ბარათის eSIM-ით შეცვლის შემთხვევაში, აბონენტები ბილაინისგან 5GB ინტერნეტს საჩუქრად მიიღებენ.

ვირტუალური სიმ ბარათით სარგებლობისთვის სმარტფონს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მხარდაჭერა. ასეთი სმარტფონების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ბილაინის ვებ-გვერდზე.

მეტის ნახვა