როგორ მოვამზადოთ არომატული გოგრის ლატე?

გოგრის ლატე

არომატული გოგრის-ყავის სასმელი ბროწეულის შემკვრელი გემოთი შეგმატებთ სიხალისეს და კარგ განწყობაზე დაგაყენებთ.

საჭირო მასალა:

  • ნალექიანი ყავა
  • გოგრა - 300 გ
  • რძე - 60 მლ
  • ნაღები 32% - 120 მლ
  • შაქარი, ვანილი, დარიჩინი, მიხაკი, მუსკატის კაკალი - გემოვნებით
  • წყალი - 200 მლ.

მომზადება:

პირველ რიგში მოამზადეთ გოგრის სიროფი. დაჭერით გოგრის რბილობი პატარა ნაჭრებად, გაანაწილეთ ტაფაზე ერთ რიგად და მოათავსეთ ღუმელში 15 წუთი, 200 გრადუსზე. გოგრა რომ შეიწვება დააბლენდერეთ.

გოგრის პიურეს დაუმატეთ 200 მლ წყალი, დარიჩინი, მიხაკი და დარჩენილი სანელებლები და გააჩერეთ ცეცხლზე 15 წუთი. ურიეთ გაუჩერებლად, სანამ არ მიიღებთ შესქელებულ მასას.

მოხარშეთ ყავა, გაწურეთ და ჩაასხით დიდ ჭიქაში. დაუმატეთ გოგრის სიროფი და რძე. ათქვიფეთ ნაღები სქელ ღრუბელივით მასად და დაადეთ ზევიდან.

 

წყარო: gurmania.ge

მეტის ნახვა