ახალი ამბები • 1714047147
2021 წელს, ქვეყანაში, საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის მაჩვენებელზე 25.6 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
ეკონომიკა
1642147784
2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 319.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 25.6 პროცენტით მეტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 4 242.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (26.9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 10 077.0 მლნ. აშშ დოლარი (25.1 პროცენტით მეტი).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წელს 5 834.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტი შეადგინა.
ქობულეთში, სახლის დამხმარე ნაგებობა დაიწვა
1713428324
მეტის ნახვა