გაძვირდება თუ არა პური? - პურის მწარმოებელთა კავშირის თავმჯდომარე განმარტებას აკეთებს

ქვეყანაში პურის გაძვირება არ იგეგმება - ამის შესახებ საქართველოს პურის მწარმოებელთა კავშირის თავმჯდომარემ განაცხადა.

მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ხორბლის მარაგი სრულადაა ამოწურული, თუმცა, 2 თვის სამყოფი ფქვილი მომარაგებულია.

ცნობისთვის, ხორბლის მარაგის, სრულად ამოწურვის გამო, წისქვილკომბინატები გაჩერებულია.

მეტის ნახვა