ბათუმი სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს - შემაჯამებელი შეხვედრა ბსუ-ში გაიმართა

ბათუმი სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს. "საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშესაწყობის“ შემაჯამებელი შეხვედრა ბსუ-ში გაიმართა.

პროგრამა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ KA2 პროექტის ფარგლებში განხორციელდა. მასში საქართველოს 12 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულება და 3 ევროპული უნივერსიტეტი მონაწილეობდა.

პროექტის მიზანი წევრი უნივერსიტეტების კვლევითი სამსახურების მოდერნიზაცია, კვლევითი პოტენციალისა და ხარისხის გაზრდაა.

თანამშრომლობის ფარგლებში, შეიქმნა საქართველოს სამეცნიერო საინფორმაციო სისტემის პორტალი, რომელიც საქართველოში არსებული სამეცნიერო გამოცდილებისა და პოტენციალის შესახებ დაინტერესებულ ყველა მხარეს შესაბამის მონაცემებს ღია რეჟიმში სთავაზობს.

მეტის ნახვა