როდის დასრულდება ბათუმის მეორე საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაცია?

ამ დრომდე უცნობია როდის დასრულდება ბათუმის მეორე საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაცია. სამშენებლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა მესამე სექტორის წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ საგანმანათლებლო პროცესი 3 ოქტომბერს ვერ განახლდება.

შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, კომპანიას ხელშეკრულების ვადები ოთხჯერ გაუხანგრძლივდა. „ანტიკორუფციული მოძრაობა“ აჭარის განათლების სამინისტროს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს.

განათლების სამინისტროში ბრალდებებს უარყოფენ. მინისტრი ირწმუნება, რომ შენობაში სასწავლო პროცესი 3 ოქტომბრიდან დაიწყება.

მეტის ნახვა