ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ფსიქოტროპული მედიკამენტები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში მდებარე მათი კუთვნილი სილამაზის სალონიდან და ტანსაცმლის მაღაზიიდან, შესაბამისი ნებართვისა და რეცეპტის გარეშე, ახორციელებდნენ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით“,- წერია ინფორმაციაში.

მეტის ნახვა