ქედის მუნიციპალიტეტში დამეწყრილი გზები ამ დრომდე იწმინდება - რას ამბობენ მერიაში?

ქედის მუნიციპალიტეტში დამეწყრილი გზები ამ დრომდე იწმინდება. მერიის ინფორმაციით, სამუშაოები დარჩენილია 30-მდე შიდა სასოფლო გზაზე. პარალელურად, დასკვნების მომზადებაზე მუშაობენ გეოლოგები. მერის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით, მომდევნო კვირის ბოლომდე, ექნებათ მონაცემები, თუ რომელ სოფელში რამდენი ოჯახი საჭიროებს განსახლებას და რა ტიპის ზომებია გასატარებელი ადგილობრივთა მხარდასაჭერად.

გასული კვირის უხვი ნალექის შედეგად, ქედაში თითქმის ყველა სოფელში განვითარდა მეწყრული პროცესი. მუნიციპალიტეტის მერიამ, ჯამში 150-მდე კერა დათვალა.

მეტის ნახვა