ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავარია

ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინციდენტი ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მოხდა. დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი.

ავარიის შედეგად, დაშავდა რამდენიმე მგზავრი. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 3 წლის ბავშვი.

უცნობია, რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული. დაწყებულია გამოძიება.

მეტის ნახვა