კულუმბეგოვი ბათუმში შეხვედრებს 22-23 იანვარს გამართავს - დასწრება თავისუფალია

ბიძინა კულუმბეგოვი

ბათუმში 22-23 იანვარს კორონავირუსისა და მისი საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება. დამსწრეთა შეკითხვებს ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი უპასუხებს.

პირველი შეხვედრა 22 იანვარს, 12 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო მორიგი შეხვედრა სასკოლო საზოგადოების წევრებისთვის 23 იანვარს, 12 საათზე, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში შედგება.

დასწრების მსურველებს შეუძლიათ წინასწარ გაიარონ სპეციალურ ბმულზე.

მესამე შეხვედრა „ოცნების ქალაქის“ დასახლებაში, 23 იანვარს, 14:30 საათზე, გაიმართება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

შეხვედრას მოდერაციას გაუწევს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე  რამაზ ჯინჭარაძე.

დასწრება თავისუფალია.       

მეტის ნახვა