აჭარის საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლები იმერეთის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს გაეცნენ

აჭარის საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლები იმერეთის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს გაეცნენ. თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგებზე დასწრების პარალელურად სასწავლო ტურის მონაწილეები იმერეთის ძირითად ტურისტულ ობიექტებსა და საოჯახო-სასტუმრო სახლებს სტუმრობდნენ, სადაც მათ იმერული სამზარეულოს გამორჩეული კერძების მომზადების მასტერკლასები ჩაუტარდათ.

პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინიციატივით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით და გაიმართა.

ბოლო წლებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით 100-მდე გიდის, საოჯახო-სასტუმრო სახლისა და მარნის მეპატრონის გადამზადება შეძლო. გამოცდილების გაზიარების მიზნით მათი ნაწილი  კახეთს, ნაწილი კი იმერეთს სტუმრობდა. 

მეტის ნახვა