ყაზახეთში აჭარის შესახებ სიუჟეტებსა და ბლოგებს გაეცნობიან

ტურიზმი

ყაზახეთის წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტები და ინფლუენსერები აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ მასალებს ამზადებენ. უცხოური მედიის წარმომადგენლებმა ბლოგერებთან ერთად უკვე მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, პეტრას ციხე, არქეოლოგიური და ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმები.

მათი ყურადღების ცენტრში მოექცა აჭარული ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასიც. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული მედიატურის მონაწილეები რეგიონში ყოფნისას მტირალას ეროვნული პარკის დალაშქვრას, გონიოს ციხის, ქედის ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულებას, ადგილობრივი კერძებისა და ღვინის დაგემოვნებას გეგმავენ.

მეტის ნახვა