23, ოქტომბერი 2019 16:50:00
ბათუმში, გორგასალის 24 ნომერში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ორსართულია სახლი, მეოცე საუკუნეშია აშენებული და შენობას ამ დრომდე რაიომე სახის სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია. სწორედ ამიტომ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ სახლი პირველადი იერსახით აღდგება. რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,იბექსი“, დაახლეობით 330 ათას ლარად ახორციელებს. პროექტის მიხედვით, სამუშაოები 2020 წლის მარტში უნდა დასრულდეს.