მიწისქვეშა კომუნიკაციის რეაბილიტაციის მიზეზით შეზღუდული მოძრაობა ბათუმის ქუჩებში. თვიმმართველბამ, ერთდროულად გადაკეტა ის ცენტრალური ქუჩები და მონაკვეთები, სადაც განსაკუთრებული მოძრაობაა, ლოკაციები, სადაც მსუბუქ ავტომობილებთან ერთად, გავლა ქალაქში მოძრავ ყველა მიკროავტობუსს და მუნიციპალურ ტრანსპორტს უწევს. შექმნილი დისკომფორტის გამო, უკმაყოფილებას არამხოლოდ მძღოლები გამოთქვამენ. შეცვლილი მარშრუტების გამო, მრავლად შეხვდებით ბრაზმორეულ ქვეითებსაც, განსაკუთრებით იმ მისამართზე, რომელიც მეორედ ან მესამედ გადათხარეს. ცხელი სეზონის წინ ახმაურებული და მტვერში გახვეული ქალაქი და საზოგადოების განწყობები.
ეს ხმა ქალაქში მცხოვრებლებს უკვე აღარ უკვირთ და ერთადერთ რამეზე მიანიშნებს - საცობი. საცობი, რომელიც ქუჩის ერთი ბოლოდან იწყება და დასასრულამდე გრძელდება. მიზეზი, ბათუმის ქუჩების დაუსრულებელი სარეაბლიტიაციო სამუშაოებია. ამას კი ისიც ემატება, რომ ინსფრასტურუქტურას ქალაქის მერია ერთმანეთის მიყოლებით არემონტებს. შედეგად, ბათუმის თითქმის ყველა ცენტრალური ქუჩა ჩაკეტილია.
ერთ-ერთი ბოლო ქუჩა, რომელიც დღეს დილით ნაწილობრივ ჩაიკეტა, ბაგრატიონისა და გენერალ ასლან აბაშიძისა ქუჩების გზაჯვარედინია. ამ უკანასკნელის მოძრაობა აბუსერიძის ქუჩის კვეთასთანაც იზღუდება. ფაქტმა, მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია.
მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა ბაგრატიონისა და აღმაშენებლის ქუჩების გზაჯვარედინზეც. სასურველ დანიშნულებამდე მისასვლელად, მძღოლებს, გაორმაგებული მანძილის გავლა უწევთ.
ადგილობრივები, უკმაყოფილებას, შეზღუდული გადაადგილების შედეგად შეცვლილ ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის სქემაზეც გამოთქვამენ. მათი განმარტებით, ხელისუფლების გაუაზრებელი პოლიტიკის გამო, ცხოვრება მუდმივ დისკომფორტში უწევთ.
მოქალაქეების პრეტენზიებს სამართლიანს უწოდებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. ლევან ანთაძის განმარტებით, ტურისტული სეზონის წინ, ყველაზე დატვირთული მონაკვეთების გადაკეტვა, მმართველი გუნდის გაუაზრებელ ნაბიჯებს ნათლად აჩვენებს.
ბათუმის მერიაში შეზღუდვების მიზეზად წყალარინების კოლექტორის მოწყობის სამუშაოები დაასახლეს, რომელიც მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
რატომ არ სრულდება ქალაქის ქუჩების რეაბილიტაცია და რატომ ხდება ხშირ შემთხვევაში ერთი და იმავე მონაკვეთების რესტავრირება რამდენჯერმე? ბათუმის დანიშნული მერის მოვალეობის შემსრულებელი ასე გვპასუხობს:
არჩილ ჩიქოვანს ვკითხეთ ისიც, თუ რატომ ემთხვევა პროცესი ყოველდწლიურად, ტურისტულ სეზონს? ბათუმის დანიშნული მერის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, ზამთარში ამის საშუალებას უამინდობა არ იძლევა, ამიტომაც, სამუშაოებს ზაფხულობით ახორციელებენ.