პანდემიის გავლენა ინტერნეტდანაშაულზე. გასულ წელს, დაწესებული შეზღუდვების ფონზე, როგორც აღმოჩნდა, კიბერდანაშაულის მაჩვენებელმა საგრძნობლად იმატა. ზრდა 2019 წელთან შედარებით თითქმის 19 პროცენტია. ტენდენცია და მიზეზები მესამე სექტორმა გამოიკვლია.“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურებისკენ მოუწოდებს.
ინტერნეტ თაღლითობის, ე.წ ფიშინგის, კომპიუტერით დანაშაულის შესახებ ალბათ არაერთხელ გსმენიათ. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანების პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ იყენებენ, უნებართვოდ აღწევენ მათ კომპიუტერებში, ინტერნეტბანკინგსა თუ ელექტრონულ ანგარიშებზე და თანხას იპარავენ. კიბერდანაშაულის მსხვერპლი ირგვლივ არც თუ ისე ცოტაა. ერთ -ერთი ჩვენი რესპონდენტი მსგავსი თაღლითობის მსხვერპლი გასულ წელს, ფეისბუქით გახდა
2020 წელს დაწესებულმა შეზღუდვებმა, ლოქდაუნებმა და საგანგებო მდგომარეობამ ინტერნეტ დანაშაულის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაზარდა. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ კიბერდანაშუალზე პანდემიის გავლენა გამოიკვლია. მესამე სექტორის შეფასებით,მხოლოდ, აპრილის თვის მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს.
კომპიუტერული დანაშაულის მაჩვენებელმა 2020 წელს წინა წელთან შედარებით 18.7 პროცენტით იმატა. დანაშაულის გახსნის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით არც თუ ისე კარგად მუშაობს. IDFI-ში ამბობენ, რომ ეს ციფრი, მხოლოდ, 10 პროცენტია.
ოპოზიციაში, ამ მიმართულებით გაზრდილ ნეგატიურ მაჩვენებელს, პანდემიის პირობებში, დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირებენ.
რამ გამოიწვია კიბერდანაშაულის ზრდა და რატომ ვერ უმკლევდება შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოწვევას სათანადოდ? მესამე სექტორის კვლევაში იკითხება, რომ შსს რეგისტრირებული დანაშაულის რიცხვის მკვეთრი მატების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იმას ასახლებს, რომ 2018 წლიდან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დანაშაულის აღრიცხვიანობის სისტემა.
გომელაურის უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ კიბერდანაშაულთან ბრძოლა სამინისტროს პრიორიტეტია. საქართველოში კიბერდანაშაულის დასჯადობის საკითხებს არეგულირებს სისხლის სამართლის კოდექსის XXXV თავი, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს კიბერსივრცეში ჩადენილი შემდეგი ქმედებები: კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა