საბავშვო ბაღებს დაბალკალორიულ და იაფფასიან რძის ნაწარმს აწვდიდნენ | დაკავებულია 2 მეწარმე

ბაღი

სამეგრელოს ორ მუნიციპალიტეტში მდებარე საბავშვო ბაღებს 2 მეწარმე სუბიექტი დაბალკალორიულ და იაფფასიან რძის ნაწარმს აწვდიდა, რა გზითაც მოტყუებით დაეუფლნენ დაახლოებით 20 000 ლარს-ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულია 2  მეწარმე. 

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოსამსახურის თანამშრომლების მიერ, სამეგრელო-ზემოსვანეთის საოლქო პროკურატურასთანკოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებროღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებებისშედეგად, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობითფულადი თანხების თაღლითურად დაუფლებისფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ორი მეწარმესუბიექტის მიმართ დაიწყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათდაქვემდებარებაში არსებული კომპანიების სახელით, 2025 წელს, გააფორმეს სახელმწიფო შესყიდვისხელშეკრულებები.

 

მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული რძისპროდუქტებისა, ბრალდებულების მიერ, სამეგრელოსრეგიონის ორ მუნიციპალიტეტში მდებარე საბავშვობაღებისთვის ხდებოდა დაბალკალორიული დაიაფფასიანი რძის ნაწარმის მიწოდება, რა გზითაცმოტყუებით დაეუფლნენ დაახლოებით 20 000 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებსთავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდევადით." - წერს  საგამოძიებო სამსახური

მეტის ნახვა