ახალი ამბები • 4 წუთის წინ
"არა რუსულ კანონს", "კი ევროპას" - საპროტესტო მსვლელობა ბათუმში
პოლიტიკა
26 აპრ. 2024 • 16:01
"არა რუსულ კანონს”, “კი ევროპას”, “ჩვენი გზა მხოლოდ და მხოლოდ ევროპაშია”, - ამ შეძახილებით ე.წ. რუსული კანონი დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ბათუმში. მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიის ლიდერები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და მსვლელობით ევროპის მოედანზე გადაინაცვლეს.
ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, უკან გაიწვიოს კანონპროექტი და აღარ გაიტანოს სესიებზე განსახილველად. შეკრებილთა შეფასებით, "აგენტების" შესახებ კანონის ერთადერთი მიზანი საქართველოს ევროპული გზის ჩახერგვაა, რასაც არ დაუშვებენ და საერთო ევროპული მომავლისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
9 თებ 20:03

სავარაუდო მკვლელობა - საკუთარ სახლში ქალის ცხედარი იპოვეს
26 ნოე. 2024 • 7:42
მეტის ნახვა