ბათუმში, იუსტიციის სახლთან მდუმარე აქცია გაიმართა

ბათუმში, იუსტიციის სახლთან მდუმარე აქცია გაიმართა. შეკრებილებმა მიუსაფარ ცხოველებზე ძალადობა გააპროტესტეს. ადგილზე  ცხოველთა დამცველები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. ისინი აქციით ბათუმში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტს გამოეხმაურნენ.

შეკრებილები, კანონის გამკაცრებას და მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფრის დროულად გაკეთებას ითხოვენ. ცნობისთვის, ერთი კვირის წინ, ბათუმის ცენტრალურ პარკში, კაცმა ძაღლი პნევმატური იარაღით მოკლა. დანაშაულში მხილებული პირი, 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მეტის ნახვა