ევროპული მარში აჭარაში მოქმედი უნივერსიტეტების გარეშე

საპროტესტო აქციას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტები არ შეუერთდნენ. სასწავლო დაწესებულებების მხრიდან, არც მოწოდება ყოფილა, რომ დღევანდელ შეკრებაზე სტუდენტების ხმაც უნდა ისმოდეს, რადგან ეს ევროინტეგრაციის გზაზე ისტორიულად მნიშვნელოვანია. ახალგაზრდების ნაწილმა მონაწილეობა მხოლოდ საკუთარი სურვილით გადაწყვიტა. რას ემსახურება სახელმწიფო უნივერსიტეტების დუმილი? დაწესებულებები არ იზიარებენ დასავლურ მსოფლმხედველობას თუ ნების გამოხატვა ხელისუფლების  გადაწყვეტილების გამო არ სურთ?

ალექსანდრე ფიფია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. მას კარგად ახსოვს, როგორ უწევდა უნივერსიტეტის თვითმმართველობა ორგანიზებას პოლიტიკურ აქციებს. მასში პროტესტს იწვევს ის ფაქტი, რომ დღეს დაგეგმილ აქციას, რომელიც ევროპისკენ სწრაფვის დემონსტრირებას ემსახურება, უნივერსიტეტი არ შეუერთდა. მშვიდობიან მსვლელობაში, ახალგაზრდები, ინდივიდუალურად, საკუთარი სურვილით შეუერთდნენ.

ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ახალგაზრდების ჩართულობა რომ მნიშვნელოვანია, ამას სტუდენტები კარგად იაზრებენ. მათი ნაწილი, ამ არჩევანის მნიშვნელობას იაზრებს და დაგეგმილ ღონისძიებასაც უერთდება. აწორედ მათი შეფასებით, ახალგაზრდების მეორე ნაწილს, ადმინისტრაციის მხრიდან, ბიძგი  სჭირდება. მით უფრო მაშინ, როცა მშვიდობიანი აქცია, არა რომელიმე პოლიტიკური ნების გამოხატულებას, არამედ, საქართველოს ევროინტეგრაციას და ევროპულ  ღირებულებებს  ემსახურება.

იმ ფონზე, როცა, სხვადასხვა სახის აქტივობებს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან, მოწოდებები ხშირად თან ახლავს,  დღევანდელ შეკრებაში ჩართულობის აუცილებლობას, ბსუს-ს თვითმმართველობის თავმჯდომარე ვერ ხედავს. ლიკა დიასამიძე  ამბობს, რომ  საკითხთან დაკავშირებით, ვალდებულებას არ გრძნობს.  აღსანიშნავია, რომ  დიასამიძე ქართული ოცნების  აქტიური მხარდამჭერი და გუნდის წევრია.

ადმინისტრაციის მხრიდან, მსგავს მსვლელობებში, სტუდენტებისთვის ჩართულობის მოწოდების მომხრეები უნივერსიტეტის ლექტორებიც არიან. თუმცა,  გიორგი მასალკინს ეს პოზიცია იმიტომ აქვს, რომ აქცია არა პოლიტიკოსების, არამედ სამოქალაქო აქტივისტების და მესამე სექტორის ორგანიზებით ხორციელდება.

ბსუს რექტორი თვლის, რომ  ევროპულ მარშში მონაწილეობა ყველამ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვეტოს. მერაბ ხალვაშისთვის ევროპული ღირებულებები მნიშვნელოვანია, თუმცა, პროცესის ორგანიზებასა და უნივერსიტეტის სახელით აქციაზე მისვლას საჭიროდ არ თვლის. ხალვაშმა არ დააკონკრეტა, შეუერთდება თუ არა, თავად, დღევანდელ მსვლელობას.

იმ ფონზე როცა, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას  ისტორიული მნიშვნელობის აქციის შესახებ ინფორმაცია  არ გაუვრცელებია, მარტივი მისახვედრია, რომ დღევანდელ აქციაზე არც ეს უნივერსიტეტი იქნება წარმოდგენილი. ამ შემთხევვაშიც, შეკრებაზე წასვლის გადწყვეტილება, სტუდენტებმა საკუთარი ინიციატივით მიიღეს.

ისტოიულ შეკრებაზე, საკუთარი სტუდენტების  მისვლას ორგანიზება არც ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტმა გაუწია. აღმოჩნდა, რომ მაია ჭიჭილეიშვილისთვის, სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეები არსებობს ვიდრე,  ევროპული არჩევანის დაფიქსირებაა.

ბათუმისგან განსხვავებით,  დედაქალაქში, დღეს დაგეგმილ აქციას ათამდე უნივერსიტეტი უერთდება. მათ შორის, „ევროპული გზისკენ“ წასვლის მზაობა, სახელმწიფო უნივერსიტეტებმაც გამოთქვეს. 

მეტის ნახვა