ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება | სააგენტო

ჰაერის დაბინძურება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს.

მათივე თქმით, აგრძელებენ უწყვეტ მონიტორინგს.

მეტის ნახვა