სად გაითიშება ელექტროენერგია ხვალ აჭარაში | მისამართები ცნობილია

ელექტროენერგია შუქი სინათლე

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს:

ბათუმში - 11:00-დან 15:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ნიჟარაძის, შ.ხიმშიაშვილის, გიორგი შერვაშიძისა და მიმდებარე ქუჩებს.

ხელვაჩაურში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: განახლებას, ახალშენს, ჯიბინაურსა და მიმდებარე სოფლებს.ასევე კახარისა და მეჯინისწყლის დასახლებების ნაწილს.

ქობულეთში  - 12:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: თავისუფლების, რუსთაველის, 9-აპრილისა და მიმდებარე ქუჩებს.

ქედაში - 10:00-დან 20:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: სიხალიძეებს, მერისს, გუნდაურსა და მიმდებარე სოფლებს.

ხულოში - 11:00-დან 13:00 საათამდე სოფლებს: უჩხოს,გუდასახოს,კურცხალსა და მიმდებარე სოფლებს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

მეტის ნახვა