ცხოვრება 17 კვადრატულ ფარდულში

ანასტასიას ოცნება, ბავშვურ ოცნებებს არ ჰგავს. სხვა პატარებივით სათამაშოები და თოჯინები არ სურს. მას, მხოლოდ, ლამაზი სახლი და საკუთარი საწოლი უნდა. ეს, ათი წლის გოგოს, მთავარი ნატვრაა.

მაკარაძეები, თავს, 17 კვარდატულ ფიცრულში, ძმის ფართს აფარენებ. რამდენად მარტივია, ექვსი ადამიანი, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანი, ასეთ პირობებში ცხოვრობდეს, თავად განსაზღვრეთ. თვიდან თვემდე, თავი სოციალური დახმარებით გააქვთ, რომელიც სულადობის მიხედვით, 700 ლარითაა განსაზღვრული.

ეკომიგრანტობის სტატუსით, სოფელ წონიარისიდან, წლების წინ, ოაჯახი, იმერეთში გადაასახლეს, თუმცა, სხვა მხარეში ცხოვრებას ვერ შეეგუენ და უსახლკაროდ დარჩენელიები, ისევ, აჭარაში დაბრუნდნენ. ოთხი შვილის მამას, სამსახურის შოვნა პანდემიის პირობებში განსაკუთრებით გაურთულდა. რომან მაკარაძე ქრონიკული პაციენტია, უსახსრობის გამო კი, ექიმთან მისვლას ვერ ახერხებს. 6 წევრიანი ოჯახი, ახლა, მხოლოდ, ნათესავების დახმარების იმედადაა.

700 ლარი, რომელიც უამრავი საჭიროების მქონე ოთხმა მცირეწლოვანმა და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მამამ უნდა იკმაროს, მათი ერთადერთი შემოსავალია.  იმ ფონზე, როდესაც ზეთის ფასი შვიდ ლარს აღემატება და პური ყოველდღიურად ძვირდება, 6 წევრიან ოჯახს, სახელმწიფოს შემწეობა, საკვებშიც კი არ ჰყოფნის. 

მეტის ნახვა