ლატვიაში რუსულად საუბრის აკრძალვას აპირებენ - უკრაინული მედია

ლატვია

ლატვიაში რუსული ენის გამოყენების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტს ამზადებენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ლატვიის იუსტიციის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, კანონი სამუშაო და საზოგადოებრივ ადგილებში რუსული ენის გამოყენების შეზღუდვას ითვალისწინებს.

მინისტრმა გაიხსენა, რომ 2012 წლის რეფერენდუმზე რუსულის, როგორც მეორე სახელმწიფო ენის გამოყენების წინააღმდეგ მოქალაქეთა თითქმის 75% საუბრობდა.

"პრაქტიკა ისეთია, რომ ლატვიელებმა უნდა იცოდნენ რუსული ენა ბევრ სიტუაციაში, მაგრამ ამის დაშვება არ შეიძლება, გარდა გარკვეული შემთხვევებისა, რაც კანონში იქნება ჩამოთვლილი, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ლატვიური ენა უნდა იყოს გამოყენებული საქმიან ურთიერთობებში და სამუშაო ადგილზე კომუნიკაციისთვის“, - თქვა იანის ბორდანსმა.

მისივე თქმით, პროექტს კოალიციის წევრები უახლოეს მომავალში განიხილავენ და პოზიციების შეთანხმების შემდეგ წარადგენენ.

მეტის ნახვა